თიხა და თიხის ნაკეთობები

ქართული კერამიკა

ავტორი

თიხა და თიხის ნაკეთობები

Posted by Author On Month - Day - Year

ავტორი

ჭურჭელი

ქართული კერამიკა

ავტორი

ქართული კერამიკა

ქართული კერამიკა

ავტორი

ჭურჭელი

ქართული კერამიკა

ავტორი

ჭურჭელი

ქართული კერამიკა

ავტორი

POST-TITLE-HERE

Posted by Author On Month - Day - Year

POST-SUMMARY-HERE

POST-TITLE-HERE

Posted by Author On Month - Day - Year

POST-SUMMARY-HERE

POST-TITLE-HERE

Posted by Author On Month - Day - Year

POST-SUMMARY-HERE

ბაზრობა გზის პირას

2009 წლის 6 თებერვალს 63 საჯარრო სკოლის ჯგუფი, რომელიც შედგებოდა 18 მოსწავლისაგან გაემგზავრა დასავლეთ საქართველოს სოფელ შროშაში პროექტის ხელმძღვანელის და კოორდინატორის თანხლებით. თებერვლისათვის უჩვეულო თბილი დღე იდგა. სამუშაო ტურნეში გაგვაცილა სკოლის დირექტორმა ნ. მონიავამ.
ჯგუფი აღჭურვილი იყო ვიდეოკამერებით, ფოტოაპარატებით, სახატავი ალბომებით და ა.შ.; და რაც მნიშვნელოვანია ჩვენ გვქონდა უამრავი შეკითხვა ადგილობრივ მცხოვრებ მოსახლეობასთან და ოსტატებთან ინტერვიუსათვის.


ცხადია, ჩვენ სამოქმედო გეგმა გვქონდა მაგრამ რეალობა ბევრად უფრო საინტერესო აღმოჩნდა. ყველა გზას გაჰყურებდა და სიამოვნებით აღვიქვამდით ჩვენი ბუნების სილამაზეს. როცა შროშას მივუახლოვდით ჩვენი ყურადღება მიებყრო მიწის ფერმა. მიუხედავად იმისა, რომ ალაგ–ალაგ თოვლი იდო კარგად მოჩანდა მიწის მოყვითალო–მოყავისფრო შეფერილობა.


უღელტეხილზე გადასვლის შემდეგ გზის გაყოლებით გვხდებოდა თიხის ნაკეთობები გამოფენილი გასაყიდად.
ბოლოს როგორც იქნა მივაღწიეთ პატარა მოედანს, რომელზეც ნამდვილი ბაზრობა იყო წარმოდგენილი. რას არ ნახავდით აქ; ჭურჭელს, ნაირ–ნაირ კომპოზიციებს, სუვენირებს. გამყიდველები სიამოვნებით გვაჩვენებდნენ თავიანთ ნამუშევრებს და პირველი ინტერვიუც მოგვცეს.
სამწუხაროდ იქ არ აღმოჩდნენ ის ოსტატები რომლებთანაც ჩვენ დაგეგმილი გვქონდა შეხვედრა. სანამ ჩვენ ვყიდულობდით ნაკეთობებს ჩვენმა ხელმძღვანელებმა გადაწყვიტეს ადგილობრივ სკოლაში სტუმრობა.




შროშის სკოლა



შროშის სკოლაში მაშინ მივედით როცა მეოთხე გაკვეთილი გამოვიდა. ჩვენ შემოგვეგება სკოლის სასწავლო ნაწილის გამგე კახა შველიძე.
იგი ძალიან კომუნიკაბელური და ენერგიული ახალგაზრდა აღმოჩნდა.
მიგვიპატიჟეს სამასწავლებ
ლოში და გაგვაცნეს პედკოლექტივი.
მე – 9 კლასის დამ
რიგებელმა შემოგვთავაზა გავცნობოდით მოსწავლეებს პირდაპირ გაკვეთილის მსვლელობის დროს. მოსწავლეები გულითადად შეგვხვდნენ. ჩვენ თანატოლებთან ურთიერთობა კაგად ავაწყვეთ. აღმოჩნდა, რომ შროშაში მცხოვრები ყველა გვარი ასე–თუ ისე უკავშირდება მეთუნის საქმიანობას. გაკვეთილი ძალიან საინტერესოდ ჩატარდა. ჩვენ ახალ მეგობრებს ტელეფონის ნომრები გავუცვალეთ და ისინი სიყვარულით დაგვემშვიდობნენ. საბოლოდ სამახსოვრო სურათი გადავიღეთ სკოლის წინ. თურმე მთავარი სიურპრიზი წინ გველოდა. სანამ ჩვენ გაკვეთილზე ვიყავით სკოლის დირექტორის მოადგილე მოელაპარაკა ადგილობრივ მეთუნეებს ჩვენთან შეხვებრის შესახებ.

სტუმრად მეთუნესთან


სკოლის სასწავლო ნაწილის გამგემ კახა შველიძემ გიდის ფუნქცია გაგვიწია და წინ გაგვიძღვა.
სულ შვიდიოდე წუთი დაგვჭირდა ადგილამდე მისასვლელად. შესანიშნავად მოვლილი ორსართულიანი სახლის წინ დიდ ჭიშკართან შევჩერდით. შუახნის სიმპატიური ქალი და ჭაღარა მამაკაცი შემოგვეგება. ჩაცმულობის მიხედვით ძნელი საცნობი არ იყო , რომ ჩვენს წინ ნამდვილი ოსტატი იდგა.

ჩვენ დიდსულოვან მასპინძელს ერქვა თემურ შველიძე. ეს გვარი სოფელ შროშაში ხშირად გვხდება. შველიძეები ამ სოფელში ცხოვრობენ მე–16 საუკუნიდან. ისინი როგორც ამ სოფლის სხვა გვარის წარმომადგენლები უკვე საუკუნეების განმავლობაში მისდევენ მეთუნის ხელობას და გადასცემენ თავიანთი საქმის საიდუმლოს თაობებს.
შუადღე იყო. სახელოსნოში მუშ
აობა იყო გაჩაღებული. ოსტატმა დაიკავა თავისი ადგილი მეთუნის რკალთან და მართლაც მასტერ – კლასი გვაჩვენა.

მასტერ – კლასი

ჩვენი მასპინძელი თან მუშაობდა და თან კომენტარებს აკეთებდა.
მაგრამ კომენტარიები არც იყო საჭირო. ხელები უსიტყვოდ ამბობდნენ ყველაფერს.
სამუშაო ადგილის მარცხნივ იყო დიდი თიხის ნაჭერი რომელსაც სპეციალური გადასაფარებელი ეფარა. მარჯვენა მხარეს მდებარეობდა თაროები რომლებზეც ეგრეთწოდებული ნახევარფაბრიკატები ელაგა.
თიხის ყველა ნაწარმი მზადდება ეტაპობრივად. ჯერ მზადდება საფუძველი „გვამი„ რომელიც წინასწარ უნდა ოდნავ შეშრეს, შემდეგ მათ კვლავ დგამენ მეთუნის რკალზე (ადგილობ. „მორბი„) და მიმდინარეობს დეტალების ბოლომდე დამუშავება (მაგ. ყელის, სახელურების და ა.შ.)
ოსტატმა გვიჩვენა თუ როგორ იყენებენ საჭირო მოწყობილობას.
მაგალითად: გვიჩვენა ჯოხი „კობაჩური„ რომლის მეშვეობით მაგრდება ყურები, ბრტყელი დანა „გონგი„ ზედაპირს გლუვს ხდის.
მესამე ეტაპზე ხდება სრული გამოშრობა ხოლო შემდეგ მიმდინარეობს მათი გამოწვა. თუ თიხის ნაკეთობა არ გამოიწვა წყალთან შეხებისას ის კვლავ თიხის მასად გადაიქცევა. იმის მიხედვით თუ რისთვის არის გამიზნული თიხის ნაკეთობთა წარმოებს მისი მოჭიქვა შიგნით, გარეთ ან ორივე მხარეს. თითქოს ყველაფერი მარტივი და ნათელი ჩანდა. ჩვენ დავთანხმდით მივჯდომოდით მეთუნის რკალს.
ყოველივე გაცილებით რთული აღმოჩნდა. თიხა არ დაგვემორჩილა და ხელიდან გვისხლიტებოდა. ბოლოს საერთო ძალისხმევით შევძელით პატარა საფერფლის გამოძერწვა და თავი ბედნიერად ვიგრძენით.
ჩვენი ვიზიტის დამამთავრებელ ეტაპზე დავათვალიერეთ გამოსაწვავი ღუმელი. ერთი შეხედვით იგი პატარა ფარდულს წააგავს რომელშიც შეშა ინახება. სინამდვილეში კი იგი ღუმელს წარმოადგენს.

ხელობა და ბიზნესი

ჩვენი მასპინძელი ოსტატის ოჯახი 15 წლის წინ ცხოვრობდა ამ რაიონის მაღალმთიან სოფელში. მას შემდეგ რაც მათი სახლი დაიმეწყრა ისინი ქვემოთ, შროშაში გადმოსახლდნენ. ცხოვრების დაწყება ფაქტიურად ნოლიდან მოუხდათ. მაგრამ მათ ახლდათ რწმენა და ხელობა.
ახლა, 15 წლის შემდეგ მათ აქვს სახლი, სახელოსნო, მანქანა და ა.შ.
ყველაზე აღსანიშნავი კი ის არის, რომ სახლთან პატარა სასტუმრო მოაწყვეს, სადაც ჩამოდიან უცხოელები რომლებიც ჩვენი მრავალსაუკუნიან მეთუნის ხელობას სწავლობენ და ტკბებიან ჩვენი ქვეყნის ბუნებით.