შროშის სკოლაში მაშინ მივედით როცა მეოთხე გაკვეთილი გამოვიდა. ჩვენ შემოგვეგება სკოლის სასწავლო ნაწილის გამგე კახა შველიძე.იგი ძალიან კომუნიკაბელური და ენერგიული ახალგაზრდა აღმოჩნდა.
მიგვიპატიჟეს სამასწავლებ
ლოში და გაგვაცნეს პედკოლექტივი.მე – 9 კლასის დამრიგებელმა შემოგვთავაზა გავცნობოდით მოსწავლეებს პირდაპირ გაკვეთილის მსვლელობის დროს. მოსწავლეები გულითადად შეგვხვდნენ. ჩვენ თანატოლებთან ურთიერთობა კაგად ავაწყვეთ.
აღმოჩნდა, რომ შროშაში მცხოვრები ყველა გვარი ასე–თუ ისე უკავშირდება მეთუნის საქმიანობას. გაკვეთილი ძალიან საინტერესოდ ჩატარდა. ჩვენ ახალ მეგობრებს ტელეფონის ნომრები გავუცვალეთ და ისინი სიყვარულით
დაგვემშვიდობნენ. საბოლოდ სამახსოვრო სურათი გადავიღეთ სკოლის წინ. თურმე მთავარი სიურპრიზი წინ გველოდა. სანამ
ჩვენ გაკვეთილზე ვიყავით სკოლის დირექტორის მოადგილე მოელაპარაკა ადგილობრივ მეთუნეებს ჩვენთან შეხვებრის შესახებ.




No comments:
Post a Comment